The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნესტორ მექვაბიშვილი

ნესტორ მექვაბიშვილი
დაბადების თარიღი:15 სექტემბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:1988  (87 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯუმათი, ოზურგეთის მაზრა.

დაამთავრა სოფლის უმაღლეს-დაწყებითი სასწავლებელი 1915 წელს; სწავლა გააგრძელა ოზურგეთის სამასწავლებლო სემინარიაში, შემდეგ კი ლანჩხუთის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა 1923 წელს; 1923 წელს სასწავლებლად გააგზავნეს თბილისის ცენტრალურ პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა 1927 წელს; პარალელურად სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე, დაამთავრა 1928 წელს.

1923-1924წწ. კომკავშირის რაიკომის მდივანი; 1926-1928წწ. თბილისის ერთ-ერთი რაიონის რაიონული კომიტეტის ინსტრუქტორი; 1928 წელს სწავლის გასაგრძელებლად მიავლინეს მოსკოვში უმაღლესი კომუნისტური განათლების ინსტიტუტის ასპირანტურაში, სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია; 1929-1931წწ. იყო თბილისის 30-ე და მე-14 შრომის სკოლების დირექტორი; 1931 წელს დაინიშნა თბილისის ლენინის რაიონის რაიკომის კულტურის განყოფილების გამგედ; 1937 წლის 1 სექტემბერს დაინიშნა ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის დირექტორად (რექტორად), საიდანაც ამავე წლის 10 ნოემბერს განთავისუფლდა; ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტში კითხულობდა ლექციებს პედაგოგიკის თეორიასა და ისტორიაში; იყო 30-ანი წლების რეპრესიების მსხერპლი; 1937 წელს დააპატიმრეს და 10 წლით იმყოფებოდა შრომა-გასწორების ბანაკში, მან თავი დამნაშავედ არ ცნო. ნ. მექვაბიშვილი წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა სამხრეთ ოსეთის, ხოლო შემდეგ თბილისის პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის პედაგოგიკის კათედრას. მას ეკუთვნის პედაგოგიკური ხასიათის რამდენიმე მონოგრაფია, 150-ზე მეტი სტატია და ნარკვევი, გამოქვეყნებული აქვს 80-მდე სამეცნიერო შრომა სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებში; ჯერ კიდევ 30-ან წლებში გამოქვეყნდა მისი "მოსწავლეთა თვითმმართველობა სკოლაში"; ნაშრომში პირველად აშუქებდა მოსწავლეთა ორგანიზაციების მნიშვნელობას, მისი საქმიანობის შინაარსს, მიზნებს, ფორმებსა და მეთოდებს. წლების განმავლობაში იყო თბილისის პედაგოგიური ცოდნის სახალხო უნივერსიტეტის რექტორი. პედაგოკის მეცნიერებათა კანდიდატი, პედაგოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "მოსწავლეთა სწავლების მწარმოებულ შრომასთან შეერთების საფუძვლები", დაიცვა 1963 წელს.

წყარო: აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები = The rectors of Akaki Tsereteli State University / იმერ ბასილაძე, ნესტან კუტივაძე.-ქუთაისი, 2013.-გვ.27-28

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომუნისტური პარტია, წევრი (1927-1937)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: