The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ ცისკარიშვილი

მიხეილ ცისკარიშვილი
დაბადების თარიღი:2 ნოემბერი, 1928
გარდაცვ. თარიღი:19 თებერვალი, 1997  (68 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს.

1952-1966წწ. - საპროექტო ინსტიტუტი "საქსახწყალპროექტი", ინჟინერი; 1966-1968წწ. - ტრესტი "ალაზანმშენის" ახმეტის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1972-1979წწ. - საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის ფლაგმანის "ენგურჰესის" მშენებლობის უფროსი, "საქჰიდროენერგომშენის" ხელმძღვანელი; 1979 წლიდან - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი და ამავდროულად ენგურჰესიის კასკადის მშენებლობის უფროსი; 1984 წლიდან - სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანების "საქჰიდროენერგომშენის" უფროსი; 1995 წლიდან სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "ჰიდროენერგომშენის" პრეზიდენტი. დიდია მისი დამსახურება რესპუბლიკის ენერგეტიკული ბაზის განვითარების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ვარციხის ჰესების კასკადი, ჟინვალჰესი, თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკები, მრავალი სამრეწველო და კულტსაყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი, ასევე ქალაქ თბილისში მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობები. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭებული აქვს მიხეილ ცისკარიშვილის სახელი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: . 11.-თბ., 1987.-გვ.225; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.401

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • კომპარტიის ცკ, წევრი (1976-)
  • საქართველოს კომპარტიის XXVI-XXVII ყრილობა, დელეგატი
  • სკკპ, წევრი (1957-)
  • სკკპ XXV ყრილობა, დელეგატი
  • სსრკ IX-XI მოწვევათა უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1982 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1981 - სსრკ საპატიო ენერგეტიკოსი
  • 1979 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1979 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი
  • ლენინის ორდენი

გააზიარე: