Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხეილ ცისკარიშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-ჰიდროტექნიკოსის კვალიფიკაციით 1952 წელს. 1952-1966წწ. - საპროექტო ინსტიტუტი "საქსახწყალპროექტი", ინჟინერი; 1966-1968წწ. - ტრესტი "ალაზანმშენის" ახმეტის სამშენებლო სამმართველოს მთავარი ინჟინერი; 1972-1979წწ. - საქართველოს ჰიდროენერგეტიკული მშენებლობის ფლაგმანის "ენგურჰესის" მშენებლობის უფროსი, "საქჰიდროენერგომშენის" ხელმძღვანელი; 1979 წლიდან - ტრესტ "საქჰიდროენერგომშენის" მმართველი და ამავდროულად ენგურჰესიის კასკადის მშენებლობის უფროსი; 1984 წლიდან - სამშენებლო-სამონტაჟო გაერთიანების "საქჰიდროენერგომშენის" უფროსი; 1995 წლიდან სახელმწიფო ჰოლდინგური კომპანია "ჰიდროენერგომშენის" პრეზიდენტი. დიდია მისი დამსახურება რესპუბლიკის ენერგეტიკული ბაზის განვითარების საქმეში. მისი უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა ვარციხის ჰესების კასკადი, ჟინვალჰესი, თბილსრესის მე-9 და მე-10 ენერგობლოკები, მრავალი სამრეწველო და კულტსაყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტი, ასევე ქალაქ თბილისში მნიშვნელოვანი საინჟინრო ნაგებობები. თბილისის ერთ-ერთ ქუჩას მიენიჭებული აქვს მიხეილ ცისკარიშვილის სახელი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.225; საქართველოს ენერგეტიკოსები=Georgian Power Engineers: ენციკლოპედია.- თბილისი, 2016.- გვ.401 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |