შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნუცა ჩხეიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი. სცენაზე პირველად გამოვიდა 1894 წელს ქუთაისის თეტრში კოტე მესხის ხელმძღვანელობით, 13 წლისა (ემა, პ. ჯაკომეტის "დამნაშავის ოჯახი"), შემდეგ კი იყო საუკეთესო მოწაფე და პარტნიორი ლადო მესხიშვილისა. მოღვაწეობდა თბილისის, ქუთაისის და სხვა თეატრებში; ქუთაისის თეატრმა 1900 წელს ქ. თბილისში საგასტროლოდ ყოფნისას ნინო ჩხეიძის საბენეფისოდ დადგა კარეევის დრამა "უბედური ნაბიჯი", რომელმაც პრესისა და მაყურებლისაგან დიდი შეფასება მიიღო. ნინო ჩხეიძე თანაბარი სიძლიერით ასრულებდა ტრაგედიასაც, დრამასაც და კომედიასაც. მაგრამ იგი ქართული თეატრის ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი უნიჭიერესი, ტრაგიკული და დრამატული როლების საუკეთესო შემსრულებელი რეალისტი მსახიობი. ქართულ სცენაზე შეასრულა 300-მდე როლი. დიდი აღიარება მოიპოვეს მისმა როლებმა: მედეა (ბურენინისა და სუვორინის "მედეა"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), ზეინაბი (ა. სუმბათაშვილი-იუჟინის "ღალატი"), ვარვარა (კარეევის "უბედური ნაბიჯი"), ფრუალვინგი (იბსენის "მოჩვენებანი"), ნორა (იბსენის "ნორა"), მარგარიტა გოტიე (ა. დიუმას "მარგარიტა გოტიე"), ქეთევანი (ა. ყაზბეგის "ქეთევან წამებული"), ოფელია (უ. შექსპირის "ჰამლეტი"), და სხვ. 1927 წლიდან იღებდნენ კინოში: შეასრულა დედის ("საკანი N 74"), დარეჯანის ("არსენა"), დედის ("დიადი განთიადი"), "მალე ნახვამდის", "უჟმური", "დარიკო", "გოგი რატიანი" და სხვ. შესანიშნავი კინემატოგრაფიული სახეები; მის რეპერტუარში განსაკუთრებული სიძლიერით გამოირჩეოდა ტრაგიკული როლები; შესანიშნავი გარეგნობა, ძლიერი და გამომსახველი ხმა, ტემპერამენტი და გრძნობათა სიღრმე ახასიათებდა მის გმირებს; როლები: ზეინაბი (ა. სუმბათაშვილ-იუჟინის "ღალატი"), ქეთევანი (დ. ერისთავის "სამშობლო"), მარინე (ვ. გუნიას "და-ძმა"), ნატაშა (მაქსიმ გორკის "ფსკერზე"), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის "უდანაშაულო დამნაშავენი"), დეზდემონა, ოფელია (უ. შექსპირის "ოტელო", "ჰამლეტი"), მარგარიტა [ა. დიუმას (შვილი) "მარგარიტა გოტიე"], ფრუ ალვინგი (ჰ. იბსენის "მოჩვენებანი"), ანტიგონე, იოკასტე (სოფოკლეს "ანტიგონე", "ოიდიპოს მეფე") და სხვა. ავტორია წიგნისა "მოგონებები" (გამოიცა ორჯერ, 1950, 1956); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; თბილისში არის ნინო ჩხეიძის ქუჩა; პირველი დიდი ტრაგიკოსი მსახიობი ქალი ქართულ თეატრში; ვ. ალექსი-მესხიშვილის მოწაფე. წყარო: თბილისი: ენციკლოპედია.- თბ., 2002.-გვ.940; მამულიშვილთა სავანე / ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე. - თბ., 1994.-გვ.386 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |