The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირაკლი შუშანია

ირაკლი შუშანია
Date of birth:20 May, 1927
Date of death:14 February, 1982  (at 54 years)
Category:Singer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1951 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ექიმად, პარალელურად სწავლობდა, ვანო სარაჯიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც დაამთავრა 1955 წელს.

კონსერვატორიის დამთავრებისთანავე ჩაირიცხა ზ. ფალიაშვილის სახ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სოლისტად (ბანი). იგი მრავალი წლის მანძილზე უძღვებოდა ვოკალის კლასს შ. რუსთაველის სახ. სახელმწიფო თეატრალურ ინსტიტუტში. შესანიშნავი ვოკალურ–სცენური მონაცემების წყალობით შექმნა დასამახსოვრებელი სახეები, იგი ერთნაირი წარმატებით განასახიერებდა როგორც კომიკურ, ისე ჰეროიკულ სახეებს. შეასრულა შემდეგი პარტიები: ცანგალა (ზ. ფალიაშვილის "დაისი"), მეფე გიორგი (მ. ბალანჩივაძის "დარეჯან ცბიერი"), ხუტა, კაც ზვამბაია (ო. თაქთაქიშვილის "პირველი სიყვარული", "მთვარის მოტაცება"), შერგილი (რ. ლაღიძის "ლელა"), ბორის გოდუნოვი და ვარლამი (მ. მუსორგსკის "ბორის გოდუნოვი"), მეწისქვილე (ა. დარგომიჟსკის "ალი"), ტკაჩენკო (ს. პროკოფიევის "სემიონ კოტკო"),  გრემინი, მეფე რენე (პ. ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა"), დონ ბაზილიო (ჯ. როსინის "სევილიელი დალაქი"), მეფისტოფელი (შ. გუნოს "ფაუსტი"), ლეპორელო (ვ. მოცარტის "დონ ჟუანი"), ქურუმი (ჯ. ვერდი "აიდა") და სხვა. ი. შუშანიას შემოქმედების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე იყო საკონცერტო მოღვაწეობა. 1964 წელს კონცერტები გამართა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკასა და ჩეხოსლოვაკიაში. 1969 წელს საოპერო თეატრთან ერთად იმყოფებოდა პოლონეთის ქალაქ ლოძში. სხვადასხვა წელს საგასტროლოდ იმყოფებოდა: მოსკოვში, ლენინგრადში, ტაშკენტში, ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, მაგადანსა და სახალინზე, კამჩატკაზე, პერმსა და სხვა.

წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 318; 2007 წლის საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო, ქორეოგრაფია.- თბ., 2007.- გვ.54

Awards and Honors

  • 1967 - საქართველოს სახალხო არტისტი
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული არტისტი

Share: