შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლავრენტი ბერია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა ბაქოს ტექნიკური სასწავლებელი 1919 წელს. მონაწილეობდა ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში; მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში; 1921–1931წწ. იყო საქართველოს და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და საგანგებო კომისიის ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1931–1938წწ. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველი მდივანი, 1938–1945წწ. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1941 წელს დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ივლისიდან იყო სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, 1944 წლის მაისიდან თავმჯდომარის მოადგილე. 1953 წელს დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. პიროვნების კულტის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო მუშაკებისაა და კულტურის მოღვაწეთა მასობრივ რეპრესიებში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ხელისუფლებისათვის დაწყებულ ბრძოლაში ლავრენტი ბერია დამარცხდა. იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.401; hrono.ru ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |