Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლავრენტი ბერია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი მერხეული, გულრიფშის რაიონი. დაამთავრა ბაქოს ტექნიკური სასწავლებელი 1919 წელს. მონაწილეობდა ბაქოს ბოლშევიკური ორგანიზაციის მუშაობაში; მუშაობდა აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის აპარატში; 1921–1931წწ. იყო საქართველოს და ამიერკავკასიის სახელმწიფო პოლიტიკური სამმართველოს და საგანგებო კომისიის ორგანოების ხელმძღვანელ თანამდებობებზე; 1931–1938წწ. იყო საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალურ კომიტეტის პირველი მდივანი, 1938–1945წწ. სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი; 1941 წელს დაინიშნა სსრკ სახკომსაბჭოს თავმჯდომარის მოადგილედ; II მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის ივლისიდან იყო სსრკ თავდაცვის სახელმწიფო კომიტეტის წევრი, 1944 წლის მაისიდან თავმჯდომარის მოადგილე. 1953 წელს დაინიშნა სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილედ. პიროვნების კულტის პერიოდში აქტიურად მონაწილეობდა პარტიული, საბჭოთა, სამეურნეო მუშაკებისაა და კულტურის მოღვაწეთა მასობრივ რეპრესიებში. სტალინის გარდაცვალების შემდეგ ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში ხელისუფლებისათვის დაწყებულ ბრძოლაში ლავრენტი ბერია დამარცხდა. იგი დააპატიმრეს და დახვრიტეს. საბჭოთა კავშირის პოლიტიკური და სახელმწიფო მოღვაწე. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.401; hrono.ru Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |