შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რევაზ ინანიშვილი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მისი პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოქვეყნდა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული დაიბეჭდა 1953 წელს. მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. 1960 წელს მან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს რევაზ ინანიშვილი გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რ. ინანიშვილი 1989-1991 წწ. იყო ჟურნალ "დილა"-ს მთავარი რედაქტორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.184 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |