Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რევაზ ინანიშვილი
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხაშმი, საგარეჯოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1956 წელს. მისი პირველი მოთხრობა "სახსოვარი" გამოქვეყნდა ალმანახ "პირველ სხივში" 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული დაიბეჭდა 1953 წელს. მწერალი ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო ლიტერატურაში. 1960 წელს მან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა "ნაკადულში". 1966 წელს რევაზ ინანიშვილი გადავიდა კინოსტუდია "ქართული ფილმის" სასცენარო განყოფილებაში. მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: "არდადეგები", "დაბრუნებული ღიმილი", "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება", "ფერმა მთაში", "ზაფხული სოფლად", "პასტორალი" (თანაავტორი ო. იოსელიანი), "ნატვრის ხე" (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე), "ქვიშანი დარჩებიანო" (თანაავტორი გ. შენგელაია). მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. რ. ინანიშვილი 1989-1991 წწ. იყო ჟურნალ "დილა"-ს მთავარი რედაქტორი. წყარო: მამულიშვილთა სავანე. - თბ., 1994. - გვ.184 Member of Organizations
Awards and Honors
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |