Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
შოთა კინწურაშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. გაგრა. დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 2011 წელს; 2011–2012 წწ. გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის და აუგსბურგის ენის აკადემიაში ეუფლებოდა გერმანულ ენას. 2015 წლიდან სწავლა განაგრძო აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (KU) თეოლოგიურ ფაკულტეტზე; 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში შუა საუკუნეების და უახლესი პერიოდის ეკლესიის ისტორიის მიმართულებით დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: "ეკუმენური ღიაობიდან ანტიეკუმენურ აჯანყებამდე / საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და ეკუმენური დიალოგი მეოცე საუკუნეში" და თეოლოგიის ლიცენციანტის აკადემიური ხარისხი (Lic. Theol) მიენიჭა; 2017 წელს ჩაირიცხა დორმტუნდის სოციალური ინსტიტუტის საზაფხულო აკადემიაში, მიმართულება: ევროპის საერთო სოციალური სული და ქრისტიანული ეკლესიის სოციალური სწავლება; 2019 წლიდან მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის (LMU) თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტია, ქრისტიანული სოციალური ეთიკის მიმართულებით მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: "ქრისტიანული სოციალური ეთიკის ამოცანა ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ქვეყანაში (საქართველოს მაგალითზე), მართლმადიდებლური სოციალური გზავნილის ძიებაში". არის რამდენიმე სამეცნიერო თეოლოგიური სტატიის, მოხსენების და პუბლიკაციის ავტორი ქართულ და გერმანულ ენებზე; ასევე გერმანული, რუსული და ინგლისური ენიდან თარგმნის თეოლოგიური შინაარსის ტექსტებს, განსაკუთრებით ეკლესიის სოციალური ეთიკისა და სოციალური სწავლების კუთხით; მისი საკვლევი თემებია: უახლესი ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული სოციალური ეთიკა, ეკლესიის სოციალური სწავლება, მემარცხენე ქრისტიანული მოძრაობები, გათავისუფლების თეოლოგია, ეკუმენური და ინტერრელიგიური დიალოგი. მისი სტატიები, ინტერვიუები და თარგმანები იბეჭდება ჟურნალებში: "საბა", "ლიბერალი", ინტერნეტ-ჟურნალ "პოლიტეაში", განთავსებულია ინტერნეტ-პორტალებსა და მთარგმნელის საკუთარ ბლოგზე: shotakintsurashvili.wordpress.com, palamacentre.com; orthodoxtheology.ge. თეოლოგი (მიმართულება: ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული სოციალური ეთიკა). Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |