The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შოთა კინწურაშვილი

შოთა კინწურაშვილი
დაბადების თარიღი:30 ივლისი, 1990  (34 წლის)
კატეგორია:თეოლოგი, მთარგმნელი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. გაგრა.

დაამთავრა თბილისის სასულიერო აკადემიის საღვთისმეტყველო ინსტიტუტი 2011 წელს; 2011–2012 წწ. გერმანიის აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის და აუგსბურგის ენის აკადემიაში ეუფლებოდა გერმანულ ენას.

2015 წლიდან სწავლა განაგრძო აიხშტეტ-ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (KU) თეოლოგიურ ფაკულტეტზე; 2018 წელს ამავე უნივერსიტეტში შუა საუკუნეების და უახლესი პერიოდის ეკლესიის ისტორიის მიმართულებით დაიცვა სამეცნიერო ნაშრომი თემაზე: "ეკუმენური ღიაობიდან ანტიეკუმენურ აჯანყებამდე / საქართველოს მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესია და ეკუმენური დიალოგი მეოცე საუკუნეში"  და თეოლოგიის ლიცენციანტის აკადემიური ხარისხი (Lic. Theol) მიენიჭა; 2017 წელს ჩაირიცხა დორმტუნდის სოციალური ინსტიტუტის საზაფხულო აკადემიაში, მიმართულება: ევროპის საერთო სოციალური სული და ქრისტიანული ეკლესიის სოციალური სწავლება; 2019 წლიდან   მიუნხენის ლუდვიგ-მაქსიმილიანეს უნივერსიტეტის (LMU) თეოლოგიური ფაკულტეტის დოქტორანტია, ქრისტიანული სოციალური ეთიკის მიმართულებით მუშაობს სადისერტაციო ნაშრომზე: "ქრისტიანული სოციალური ეთიკის ამოცანა ტრანსფორმაციის პროცესში მყოფ ქვეყანაში (საქართველოს მაგალითზე), მართლმადიდებლური სოციალური გზავნილის ძიებაში". არის რამდენიმე სამეცნიერო თეოლოგიური სტატიის, მოხსენების და პუბლიკაციის ავტორი ქართულ და გერმანულ ენებზე; ასევე გერმანული, რუსული და ინგლისური ენიდან თარგმნის თეოლოგიური შინაარსის ტექსტებს, განსაკუთრებით ეკლესიის სოციალური ეთიკისა და სოციალური სწავლების კუთხით; მისი საკვლევი თემებია: უახლესი ქრისტიანული ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული  სოციალური ეთიკა, ეკლესიის სოციალური სწავლება, მემარცხენე ქრისტიანული მოძრაობები, გათავისუფლების თეოლოგია, ეკუმენური და ინტერრელიგიური დიალოგი. მისი სტატიები, ინტერვიუები და თარგმანები იბეჭდება ჟურნალებში: "საბა", "ლიბერალი", ინტერნეტ-ჟურნალ "პოლიტეაში", განთავსებულია ინტერნეტ-პორტალებსა და მთარგმნელის საკუთარ ბლოგზე: shotakintsurashvili.wordpress.compalamacentre.comorthodoxtheology.geთეოლოგი (მიმართულება: ეკლესიის ისტორია, ქრისტიანული სოციალური ეთიკა).

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: