The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვლადიმერ ბარსკი

ვლადიმერ ბარსკი
Date of birth:15 March, 1866
Date of death:24 January, 1936  (at 69 years)
Burial location:დონის სასაფლაო, მოსკოვი
Category:Actor/Actress, Filmmaker, Screenwriter

Biography

დაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო ტექნიკური სასწავლებელი.

1892-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, მსახიობად და რეჟისორად. ითამაშა კაპიტნის როლი  სერგეი ეინშტეინისფილმში " ჯავნოსანი პოტიომკინი"(1926). 1919-1920წწ. თბილისში, პირინეს კერძო სტუდიაში მუშაობდა ფილმების გამავრცელებლად. აქვე გადაიღო პირველი ფილმები: "უთავო გვამი", "მითხარ, რისთვის?" და "ცეცხლთაყვანისმცემლები". შემდეგ თანამშრომლობდა "სახკინმრეწვში"კინორეჟისორად რევოლუციურ-სათავგადასავლო თემატიკის ფილმებზე. ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ქართულ ლიტერატურულ კლასიკას("მოძღვარი", ალ. ყაზბეგის მიხედვით, 1922) და ხალხურ თქმულებებს("არსენა ყაჩაღი" ხალხური თქმულების მიხედვით, 1923). მის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ კინოში ე. წ. ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური ტენდენციების დამკვიდრება. გადაიღო სათავგადასავლო ფილმები "შუქურას სადუმლოება"(1925), "მეცხრე ტალღა"(1926). სცენარისტ გ. არუსტანოვთან ერთად მუშაობდა "რევოლუციური წარსულის" ამსახველი სათავგადასავლო ფილმების სერიაზე, საერთო სათაურით "რკინის კატარღა", 1925 წელს გადაიღო ამ სერიის ორი ფილმი: "წარსულის საშინელებანი" და "ათასის ფასად". ეკრანზე გადაიტანა მ. ლერმონტოვის "ჩვენი დროის გმირი"-"თავადის ასული მერი"(1928), "ბელა"(1927), "მაქსიმ მაქსიმიჩი"(1928) და ლევ ტოლსტოის "კაზაკები"(1928). გადაღებულია ფილმებში: "შაქირი"(ლ. ესაკია, 1932), "მეცხრე ტალღა", აგრეთვე რუსეთისა და სომხეთის სტუდიების ფილმებში.  მონაწილეობდა თურქმენეთისა და უზბეკეთის კინემატოგრაფიის ჩამოყალიბებაში. რუსი კინორეჟისორი.

წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 47; images.rambler.ru


Share: