შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვლადიმერ ბარსკი
ბიოგრაფიადაამთავრა მოსკოვის საიმპერატორო ტექნიკური სასწავლებელი. 1892-1917 წლებში მუშაობდა რუსეთის სხვადასხვა თეატრებში, მსახიობად და რეჟისორად. ითამაშა კაპიტნის როლი სერგეი ეინშტეინისფილმში " ჯავნოსანი პოტიომკინი"(1926). 1919-1920წწ. თბილისში, პირინეს კერძო სტუდიაში მუშაობდა ფილმების გამავრცელებლად. აქვე გადაიღო პირველი ფილმები: "უთავო გვამი", "მითხარ, რისთვის?" და "ცეცხლთაყვანისმცემლები". შემდეგ თანამშრომლობდა "სახკინმრეწვში"კინორეჟისორად რევოლუციურ-სათავგადასავლო თემატიკის ფილმებზე. ერთ-ერთმა პირველმა მიმართა ქართულ ლიტერატურულ კლასიკას("მოძღვარი", ალ. ყაზბეგის მიხედვით, 1922) და ხალხურ თქმულებებს("არსენა ყაჩაღი" ხალხური თქმულების მიხედვით, 1923). მის სახელთანაა დაკავშირებული ქართულ კინოში ე. წ. ეთნოგრაფიულ-ორიენტალისტური ტენდენციების დამკვიდრება. გადაიღო სათავგადასავლო ფილმები "შუქურას სადუმლოება"(1925), "მეცხრე ტალღა"(1926). სცენარისტ გ. არუსტანოვთან ერთად მუშაობდა "რევოლუციური წარსულის" ამსახველი სათავგადასავლო ფილმების სერიაზე, საერთო სათაურით "რკინის კატარღა", 1925 წელს გადაიღო ამ სერიის ორი ფილმი: "წარსულის საშინელებანი" და "ათასის ფასად". ეკრანზე გადაიტანა მ. ლერმონტოვის "ჩვენი დროის გმირი"-"თავადის ასული მერი"(1928), "ბელა"(1927), "მაქსიმ მაქსიმიჩი"(1928) და ლევ ტოლსტოის "კაზაკები"(1928). გადაღებულია ფილმებში: "შაქირი"(ლ. ესაკია, 1932), "მეცხრე ტალღა", აგრეთვე რუსეთისა და სომხეთის სტუდიების ფილმებში. მონაწილეობდა თურქმენეთისა და უზბეკეთის კინემატოგრაფიის ჩამოყალიბებაში. რუსი კინორეჟისორი. წყარო: ქართული კონო, 1896-2011.- თბ., 2011.- გვ. 47; images.rambler.ru
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |