Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მარინა მდივანი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს. 1966 წლიდან იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში(აშშ, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, თურქეთი, მაროკო, ჩილე, პერუ, მექსიკა,იამაიკა, უნგრეთი); მისი შესრულება გამოირჩევა დინამიზმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და არტისტიზმით; 1963 წლის 27 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი ქალაქ ნიუ–იორკში ცნობილი "კარნეგი ჰოლის" დარბაზში; მისი რეპერტუარი მოიცავს საზღვარგარეთის კლასიკური მუსიკის ნიმუშებს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; 1986 წლის 26 იანვარს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მან დაუკრა სერგეი პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი, ეს იყო დიდი მოვლენა მოსკოვის მუსიკალურ ცხოვრებაში; 1991 წლიდან ის მოღვაწეობს კანადაში ქ. მონრეალის "მაკ–გილის" უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 167 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |