შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მარინა მდივანი
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია 1960 წელს. 1966 წლიდან იყო მოსკოვის ფილარმონიის სოლისტი; მრავალი წლის განმავლობაში გამოდიოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში(აშშ, საფრანგეთი, კანადა, გერმანია, ჩეხოსლოვაკია, ფინეთი, თურქეთი, მაროკო, ჩილე, პერუ, მექსიკა,იამაიკა, უნგრეთი); მისი შესრულება გამოირჩევა დინამიზმით, ტექნიკური სრულყოფილებითა და არტისტიზმით; 1963 წლის 27 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი ქალაქ ნიუ–იორკში ცნობილი "კარნეგი ჰოლის" დარბაზში; მისი რეპერტუარი მოიცავს საზღვარგარეთის კლასიკური მუსიკის ნიმუშებს და ქართველ კომპოზიტორთა ნაწარმოებებს; 1986 წლის 26 იანვარს მოსკოვის კონსერვატორიის დიდ დარბაზში მან დაუკრა სერგეი პროკოფიევის ხუთივე საფორტეპიანო კონცერტი, ეს იყო დიდი მოვლენა მოსკოვის მუსიკალურ ცხოვრებაში; 1991 წლიდან ის მოღვაწეობს კანადაში ქ. მონრეალის "მაკ–გილის" უნივერსიტეტში პროფესორის თანამდებობაზე. წყარო: მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2007. – გვ. 167 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |