The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვიქტორ გოცირიძე

ვიქტორ გოცირიძე
Date of birth:2 April, 1910
Date of death:22 March, 1995  (at 84 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი.

დაამთავრა მოსკოვის საგზაო–საავტომობილო ინსტიტუტი 1934 წელს.

1934-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ცვლის უფროსად; 1941-1946წწ. ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამხედრო მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ; 1946-1952წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ ამავე სამსახურის უფროსად; 1952 წლიდან იყო "თბილმეტრომშენის" სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1957-1987წწ. სამმართველოს უცვლელი უფროსი; 1987 წლიდან ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი(პენსიაში გასვლის შემდეგ); მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში, სოფლის მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტები, რკინიგზის ვაგზლები(სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტომობილო გზა; მისი სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური "დელისი"(1995-2006), შემდეგ მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ "ელექტროდეპოს"(2011); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; ინჟინერ–გვირაბმშენებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129

Member of Organizations

  • სსრკ VI-VIII მოწვევის უმაღლესი საბჭო, დეპუტატი

Awards and Honors

  • 1988 - თბილისის საპატიო მოქალაქე
  • 1980 - სოციალისტური შრომის გმირი
  • 1977 - სსრკ სახელმწიფო პრემია
  • 1961 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • 1944 - საპატიო რკინიგზელი

Share: