შესვლა |
|
|
English Georgian |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვიქტორ გოცირიძე
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ამბროლაურის რაიონი, სოფელი ხოტევი. დაამთავრა მოსკოვის საგზაო–საავტომობილო ინსტიტუტი 1934 წელს. 1934-1937წწ. მუშაობდა მოსკოვის მეტროპოლიტენის მშენებლობაზე შახტის ცვლის ინჟინრად, ხოლო შემდეგ ცვლის უფროსად; 1941-1946წწ. ამიერკავკასიის ფრონტის შტაბის სამხედრო მიმოსვლების უფროსის თანაშემწედ; 1946-1952წწ. ამიერკავკასიის რკინიგზის სამგზავრო სამსახურის უფროსის მოადგილედ, შემდეგ ამავე სამსახურის უფროსად; 1952 წლიდან იყო "თბილმეტრომშენის" სამმართველოს უფროსის მოადგილე; 1957-1987წწ. სამმართველოს უცვლელი უფროსი; 1987 წლიდან ამავე სამმართველოს მთავარი სპეციალისტი(პენსიაში გასვლის შემდეგ); მის სახელთან არის დაკავშირებული თბილისის მეტროპოლიტენის 27 კმ-იანი ხაზის, მისი 21 სადგურისა და სარკინიგზო გვირაბის მშენებლობა, როგორც საქართველოში, ასევე სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის სხვა რესპუბლიკებში, სოფლის მეურნეობის დანიშნულების რიგი მსხვილი ობიექტები, რკინიგზის ვაგზლები(სოხუმი, გაგრა, სოჭი, ტუაფსე, ბორჯომი), ახმეტა–ომალოს საავტომობილო გზა; მისი სახელობის იყო მეტროპოლიტენის სადგური "დელისი"(1995-2006), შემდეგ მისი სახელი ეწოდა მეტროს სადგურ "ელექტროდეპოს"(2011); მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საბრძოლო ორდენები და მედლები; ინჟინერ–გვირაბმშენებელი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.129 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |