Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიგო გაბაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი (1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე (1907-1908), აკაკი წერეთელი (1913), გრიგოლ ორბელიანი (1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი" (1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური" (1898), "მთვრალი ხევსური" (1899), "მთვრალი ხევსურები" (1899), "სამი მოქალაქე" (1893), "ალავერდობა" (1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან" (1904), "ბოსტანში" (1891), "არხოტის დაცვა" (1898-1901), "წვიმის შემდეგ" (1891), "ბაზარი სამარყანდში" (1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში", (1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |