შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგო გაბაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ციხისძირი, ქობულეთის რაიონი. 1882–1883წწ. სწავლობდა თბილისში, კ. კეპენის კერძო სამხატვრო სკოლაში, თანამშრომლობდა ფ. რუმბოსთან, რომელიც თბილისის სამხედრო–ისტორიული მუზეუმისათვის ხატავდა სურათებს; 1886–1888წწ. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში; 1894–1807წწ. მიუნხენის სამხატვრო აკადემიაში. 1898 წელს იყო იტალიასა და საბერძნეთში; სამხატვრო ასპარეზზე გამოვიდა 1888 წლიდან; 1891 წელს თბილისში გახსნა პერსონალური გამოფენა; 1897 წელს დააარსა სამხატვრო სტუდია; 1900 წლიდან ასწავლიდა "ნატიფი ხელოვნების წამახალისებელი კავკასიის საზოგადოების" ხატვის სკოლაში, 1901 წლიდან იყო ამ სკოლის დირექტორი. ფერმწერი; თბილისის სამხატვრო აკადემიის ერთ–ერთი დამმარსებელი და პირველი პროფესორი (1922). ახალი ქართული რეალისტური მხატვრობის ერთ–ერთი ფუძემდებელი; მან შექმნა მთელი სერია ქართული კულტურის მოღვაწეთა პორტრეტებისა ილია ჭავჭავაძე (1907-1908), აკაკი წერეთელი (1913), გრიგოლ ორბელიანი (1913). გ. გაბაშვილის ცნობილი ნამუშევრებია: "უცნობი ქართველი თავადი", "გრძელულვაშებიანი თავადი"(საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი), "სამი გენერალი" (1910, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია), "მძინარე ხევსური" (1898), "მთვრალი ხევსური" (1899), "მთვრალი ხევსურები" (1899), "სამი მოქალაქე" (1893), "ალავერდობა" (1899), "განთიადზე სასაფლაოს ეკლესიასთან" (1904), "ბოსტანში" (1891), "არხოტის დაცვა" (1898-1901), "წვიმის შემდეგ" (1891), "ბაზარი სამარყანდში" (1894), "დივანბეგის აუზი ბუხარაში", (1895, საქართველოს სახელმწიფო მუზეუმი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.516; კარგ ქართველთა საფლავები: geonecropol.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |