The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ქართველი სპორტსმენები
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

ბიოგრაფიული ლექსიკონი წარმოგიდგენთ როგორც საქართველოს იმ სპორტსმენთა ბიოგრაფიებს, რომლებმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ქართული სპორტის განვითარებაში; აგრეთვე, ერთი პრიზი მაინც მოიპოვეს სპორტულ შეჯიბრებებში. ბიოგრაფიული ლექსიკონი მოიცავს ინფორმაციას როგორც საერთაშორისო შეჯიბრებებში, ასევე ყოფილ საბჭოთა ჩემპიონატებსა და სპარტაკიადებში გამარჯვებულები სპორტსმენების შესახებ.



ილო სვანელი

ილო სვანელი
ოფიციალური სახელი:ილია თომაშვილი
დაბადების თარიღი:19??
კატეგორია:სამბო

ბიოგრაფია

ილია თომაშვილი თბილისში, სვანეთის უბანში ცხოვრობდა და მაშინდელი ტრადიციის მიხედვით, ფსევდონიმად "სვანელი" აირჩია. ჯერ ქართულს ჭიდაობდა, მერე ძალა სცადა ფრანგულ ჭიდაობაში. წვრთნიდა ოლიმპიურ ჩემპიონ არსენ მეკოკიშვილს, რომელმაც შვიდჯერ მოიგო სამბისტთა საკავსირო ჩემპიონატი. 1940 წელს გამოსცა ქართული ჭიდაობის სახელმძღვანელო. იყო პირველი ქართველი მწვრთნელი და მსაჯი სამბოში.

წყარო: ქართული სპორტის ოქროს წიგნი / ელგუჯა ბერიშვილი. - თბილისი:პალიტრა L, 2013. - 13 გვ, 290 გვ.


გააზიარე: