კოტ-დ’ივუარი
კოტ-დ’ივუარი - კოტ-დივუარი (Cote d'Ivoire – კოტ-დ’ივუარის რესპუბლიკა), სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში. სამხრეთით ესაზღვრება ატლანტის ოკეანე გვინეის ყურით.
ფართობი - 322,5 ათ. კმ2.
მოსახლეობა - 21,5 მლნ. კაცი (2012).
ოფიციალური ენა – ფრანგული.
დედაქალაქი - ქ. იამუსუკრო, ფაქტობრივად - ქ. აბიჯანი.
სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაურია პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო – ეროვნული კრება. დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1960 წლის 7 აგვისტოს.
კოტ-დ’ივუარი არის აგრარული ქვეყანა, ყავის, კაკაოს, პალმის ზეთის უმსხვილესი მწარმოებელი.
საზღვაო პორტებია: აბიჯანი, ტაბუ, სასანდრა.
საერთაშორისო აეროპორტი - აბიჯანი.
შეიარაღებული ძალები საერთო შემადგენლობით 17ათ. კაცი (2012), შედგება სახმელეთო ჯარებისგან, სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო ძალებისგან. დაკომპლექტება ხორციელდება გაწვევით.