კატაბალახა (Valeriana cardamines)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კატაბალახა (Valeriana cardamines)

კატაბალახა – (Valeriana cardamines M. Bieb.); ოჯახი: კატაბალახასებრნი (Valerianaceae). მცენარის სიმაღლე 40-80 სმ-მდეა. ღერო მარტოულია, სწორად მდგომი, დაღარული. ფოთოლი 3-5 წყვილია, შიშველი ან მუხლებში შებუსული. ფოთლები ფრთისებურად განკვეთილია, კენწრული ფოთოლაკი უფრო დიდია. ღეროსეული ქვედა და უნაყოფო ყლორტების ფოთლები გრძელყუნწიანია, 2-7-ფოთოლაკიანი, კვერცხისებურია, სუსტად დაკბილული. შუა ფოთლები კვერცხისებურია, ზედა – თითქმის მჯდომარე, ლანცეტა ან ხაზური. ყვავილედი თავაკისებური ფარია, გვირგვინი თეთრია, იშვიათად – მოვარდისფრო. ყვ. ნაყ. VI-IX. მცენარე გავრცელებულია ტყის ზედა, სუბალპურ და ალპურ სარტყლებში – ტენიან ადგილებში, კლდეებზე. კახეთში მისი ნახვა შესაძლებელია პანკისის ხეობაში. გავრცელებულია თითქმის მთელ საქართველოში.



წყარო

კახეთის რეგიონის მცენარეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები