კრაზანა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
კრაზანა - (Hypericum perforatum L.); ოჯახი: კრაზანისებრნი (Hyperidaceae). 20-50 სმ სიმაღლის მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა, შიშველი. ღერო სწორად მდგომია, დატოტვილი ან მარტივი. ფოთლები მჯდომარეა, ოვალური, კიდეებზე გადაკეცილი. ფოთოლი მოფენილია ჯირკვლებით. ყვავილედი საგველაა ან ფარისებური საგველა. გვირგვინი ყვითელია. გვირგვინის ფურცლები არათანაბარგვერდებიანია. ყვ. ნაყ. V-VIII. მცენარე გავრცელებულია დაბლობიდან სუბალპურ სარტყლამდე – მდელოებზე, ბუჩქნარებში, ნათესებში, ველებზე, ტყეებში. გავრცელებულია მთელ საქართველოში.