ბრიგადის არტილერია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:01, 2 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პოლკის ან ბრიგადის არტილერია - საშტატო საარტილერიო ქვედანაყოფები, რომლებიც უშუალოდ ექვემდებარებიან პოლკის მეთაურს. შეიარაღებაში აქვთ უპირატესად თვითმავალი საარტილერიო ქვემეხები და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები. განკუთვნილია მთლიანად პოლკის ინტერესებში შემავალი შესაბამისი საცეცხლე ამოცანების გადასაწყვეტად, აგრეთვე მთავარ მიმართულებაზე ბატალიონების გაძლიერებისათვის.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017