ელ-ალამაინის ბრძოლა 1942
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:01, 1 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელ-ალამაინის ბრძოლა 1942 - II მსოფლიო ომის დროს ბრძოლა ეგვიპტეში, ალექსანდრიის დასავლეთით.
ელ-ალამაინისის რაიონში ინგლისის მე-8 არმიამ (230 ათ. კაცი, 1440 ტანკი, 2,3 ათ. ქვემეხი, 1,5 ათ. თვითმფრინავი) გენერალ ბ. მონტგომერის სარდლობით 1942 წლის ნოემბრის დასაწყისში გაარღვია იტალიისა და გერმანიის ჯარების (დაახლოებით 80 ათ. კაცი, 540 ტანკი, 1219 ქვემეხი, 350 თვითმფრინავი; მხედართმთავარი - გენერალი ე. რომელი) ფრონტი, რაც გარდამტეხი მომენტი აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკის კამპანიაში.