აგრიჩაის ბრძოლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:03, 22 თებერვალი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აგრიჩაის ბრძოლა - (1751 წ.), ქართლ-კახეთის მეფეების თეიმურაზ II -ისა და ერეკლე II -ის ლაშქრობა ჭარელი ლეკების წინააღმდეგ.
შაქის ხანმა ჰაჯი-ჩელებიმ ქართველებთან ზავი დაარღვია და ლეკებს მიემხრო. ერეკლემ ალაზანი გადალახა და შაქის სახანოში შეიჭრა. ჰაჯი-ჩელები თავდაცვისათვის კარგად იყო მომზადებული და ლეკის ჯარიც თან ჰყავდა. მდინარე აგრიჩაისთან ბრძოლაში (ალაზნის შენაკადი, ახლანდ. აზერბაიჯანი) ქართველები დამარცხდნენ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, - თბილისი2017