ჯარების ეშელონირება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 30 იანვარი 2018-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჯარების ეშელონირება - საბრძოლო წყობაში ან ოპერატიულ დაწყობაში ჯარების (ძალების) დაშორიშორებული განლაგება სიღრმეში. საბრძოლო (ოპერატიულ) დაწყობაში შესაძლოა იყოს ერთიმეორის უკან განლაგებული ჯარების ერთი ან რამდენიმე ეშელონი: I ეშელონი, II ეშელონი და ა.შ.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ-მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით. თბილისი,2017