აბდუშელიშვილი გივი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:27, 29 ივლისი 2024-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გივი აბდუშელიშვილი

გივი აბდუშელიშვილი – (Givi Abdushelishvili), ქართველი დიპლომატი, 1997-2004 – საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი უზბეკეთის, ტაჯიკეთის და ყირგიზეთის რესპუბლიკებში.

დაიბადა 23 მარტი, 1940 წელი, ქ. თბილისი, საქართველო.

განათლება:
1964 წელს – დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, გამოთვლითი ტექნიკისა და ავტომატიკის ფაკულტეტი, სპეციალობით გამოთვლითი ტექნიკის ინჟინერი; საქართველოს საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსი.

სამუშაო გამოცდილება:
1965-1966 – სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ინჟინერი;
1966-1974 – კომკავშირის ორგანიზაციაში ხელმძღვანელ სამუშაოზე (რაიკომის და ქალაქკომის I მდივანი, ქ. თბილისი);
1970-1974 – პარტიის თბილისის ქალაქკომის მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორი;
1974-1977 – პარტიის ცკ-ის მრეწველობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის განყოფილების ინსტრუქტორი;
1977-1980 – საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
1980-1990 – საქართველოს მატერიალური რესურსების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის I მოადგილე, მთ. ინჟინერი;
1986-1990 – საქართველოს სამრეწველო კოოპერაციის თავმჯდომარე;
1990-1992 – საქართველოს მრეწველობის მინისტრი;
1992-1993 – სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი;
1993-1997 – ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს უფროსი გამომძიებელი;
1997-2000 – საქართველოს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს, საჰაერო ტრანსპორტის დეპარტამენტის, საერთაშორისო სამმართველოს უფროსი;
1994 – საქართველოს მთავრობის (მინისტრთა კაბინეტის) პრემიერმინისტრის თანაშემწე, მართვის სტრუქტურისა და ტერიტორიული რეფორმის განყოფილების უფროსი, დსთ-ს ქვეყნებთან ურთიერთობის სახელმწიფო ბიუროს თავმჯდომარის მოადგილე;
2005-2010 – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ერთდროულად – ავტომატიკის და პოლიტოლოგია-დიპლომატიის კათედრებზე;
2013-დან – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტის მრჩეველი, რამდენიმე კომისიის წევრი, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების აკადემიური ფონდის თავმჯდომარე.

ფლობს: რუსულ ენას.

მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი.

წყარო

დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები