კაროლინის ძაღლყურძენა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:20, 31 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კაროლინის ძაღლყურძენა - მრავალწლიანი ფესვნაყარი სარეველაა, რომელიც კარტოფილს წააგავს. საქართველოში შეზღუდულადაა გავრცელებული. ღერო სწორია, 30-120 სმ სიმაღლის, მსხვილი დატოტვილი ვარსკვლავისებური ბეწვებით და მაგარი, მოყვითალო ეკლებით. ყვავილები მოთეთრო ან იასამნისფერია, ნაყოფი კენკრაა, მოყვითლო ან ნარინჯისფერი, მრგვალი, გლუვი ზედაპირით (1,5-2სმ). კენკრაში 40-50 თესლია. თესლის სიგრძე 2-3 მმ, ოვალური, კერდშეჭყლეტილი, ყვითელი ან ყავისფერი, ფოსოებიანი ზედაპირით. მცირე ზომის ჭიპი მოთავსებულია თესლის წიბოზე. სარეველების წინააღმდეგ გამოიყენება აგროტექნიკური და ქიმიური ბრძოლის ღონისძიებები.