მარაო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:40, 10 მარტი 2016-ის ვერსია, შეტანილი Xdavituri (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარაო

მარაო - სახის საგრილობელი, გასაშლელ- დასაკეცი სანიავებელი საშუალება. გავრცელებული იყო როგორც აზიის, ასევე ევროპის ქვეყნებში. მარაოს კლასიკური ნიმუშები, რომლებიც მზადდებოდა ლერწმისა და აბრეშუმის მასალით, შექმნილია ჩინეთსა და იაპონიაში. მარაო დროთა განმავლობაში ქალის კოსტიუმის ერთგვარ ელემენტად იქცა. ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში უცხოურ მარაოებთან ერთად დასტურდება ადგილობრივი მასალით დამზადებული მარაოები. დამუშავების ტექნიკით განსაკუთრებით გამოირჩევა ჭილის მარაოები.

ე.ნ.


წყარო

ქართული მატერიალური კულტურის ეთნოგრაფიული ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები