სინუსიტის დიფერენციალური დიაგნოზის კვლევები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:55, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სინუსიტის დიფერენციალური დიაგნოზის კვლევები — ხშირად პაციენტის მომართვის მიზეზი სახის მიდამოს ტკივილია. მას თავად აქვს გამზადებული დიაგნოზი: სინუსიტი, რომელიც მეზობელმა უთხრა ან google-ში მოძებნა.

რასაკვირველია, ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ ამ „დიაგნოზის“ სიზუსტეში და ისე დავიწყოთ მკურნალობა. არ უნდა გამოგვეპაროს რაიმე სხვა დაავადება და არ დავიწყოთ მკურნალობა არასწორი დიაგნოზით.

რენტგენოგრაფია, რინოსკოპია

რასაკვირველია, კომპიუტერული ტომოგრაფია არ უნდა იყოს ჩვენი პირველივე გამოკვლევა მისი ფასიდან და დასხივების ხარისხიდან გამომდინარე. მაგრამ, როდესაც საჭიროა გაურკვეველი სიტუაციიდან გამოსვლა, CT უტყუარი კვლევაა, რომლითაც შეიძლება გამოირიცხოს ჩირქოვანი თუ სიმსივნოვანი პროცესის არსებობა ამა თუ იმ წიაღში.

ხშირად ძგიდის გამრუდებული ნაწილის ზეწოლა ნიჟარაზე ან ცხვირის ანატომიური თავისებურება – სივიწროვე, შეიძლება იყოს ცეფალეის მიზეზი.

და პირიქით, ოსტეომის არსებობა არ არის პაციენტის თავის ტკივილის უტყუარი მიზეზი.

ნევრალგიური ტკივილების ტოპოგრაფია და ხასიათი ძალიან გამოირჩევა სინუსიტის ტკივილებისაგან. თუმცა, არის მის მსგავსად ყრუ და მუდმივი.

ელვისებური ძლიერი ტკივილი ცხვირით შესუნთქვისას, მე-5 წყვილი ნერვის (სამწვერა ნერვის) ნევრალგია უფრო არის, ვიდრე ჰაიმორიტი.

თუმცა, იდენტური ტკივილების არსებობა შესაძლოა სიმსივნის არსებობის დროსაც. აღსანიშნავია, რომ ზოგჯერ ეს ტკივილები ტეგრეტოლის მიღებისას იკლებს, რაც კიდევ ერთხელ იწვევს გაუგებრობას.

კიდევ ერთი კვლევა – მაგნიტური რეზონანსი გამოავლენს V წყვილი ნერვის შესაძლო ნევრინომას.

სახის მიდამოს არასისტემური ტკივილები, რომელსაც აქვს ცალმხრივი ხასიათი და ზოგჯერ თან ახლავს რინორეა და ცრემლდენა, შესაძლოა იყოს ვასკულარული წარმოშობის ტკივილები.

მათი სავიზიტო ბარათია ცალმხრივობა, ღამის პერიოდში გამოვლინება და 2-3 კვირიანი მშვიდი პერიოდების არსებობა.

არსებობს ზედა ყბის შიდა არტერიის დილატაციის თეორია, და ზოგ შემთხვევაში, სფენო-პალატინას მიდამოს (შუა ნიჟარის უკანა ნაწილის) ანემიზაციით და ბლოკით ხდება ამ ტკივილების კუპირება.

შეტევების დაწყების შეჩერება ბეტა-მაბლოკირებელი საშუალებებით ან ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდებით არის შესაძლებელი.

ამ შემთხვევაშიც უნდა ვიფიქროთ სიმსივნოვან ეტიოლოგიაზე და აუცილებლად გამოვიკვლიოთ საეჭვო მიდამოები CT და MRI-ის საშუალებით.

თუმცა, ძალიან ხშირია პრიმიტიული მიზეზი – ყბის სახსრის დისფუნქცია, რომელიც იწვევს მძაფრ და ნევრალგიისთვის დამახასიათებელ ტკივილებს. ამ დროს, დიფერენციალური დიაგნოზიც მარტივად ისმება. სახსარზე ზეწოლით პაციენტი აღნიშნავს იდენტურ ტკივილს, რაც სახსრის ანთების ნიშანია.


NOTA BENE
  • სახის ნებისმიერი ტკივილი ყელ-ყურის ექიმთან კონსულტაციას საჭიროებს;
  • ტკივილსა და ORL პათოლოგიის ერთმანეთთან დაკავშირებას გამოცდილება და დაკვირვება სჭირდება, რაშიც CT და MRI კვლევები გვეხმარება;
  • ნებისმიერი მორეციდივო ტკივილი ითხოვს სიმსივნური პათოლოგიის გამორიცხვას;
  • დენტალური ეტიოლოგია უნდა იყოს განხილული ბოლო ვარიანტში, რათა უმიზეზოდ დაკარგული კბილი არ შეგვრჩეს ხელში;


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები