ვერმიკულიტბეტონი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:08, 26 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვერმიკულიტბეტონი – მსუბუქი ბეტონის სახეობა, რომელშიც შემავსებლად გამოყენებულია აქაფებული ვერმიკულიტი. შემკვრელის როლს ასრულებს ცემენტი, ბიტუმი, გამდნარი მინა, სინთეზური ფისი და სხვ. თერმოიზოლაციური ვერმიკულიტბეტონი, საშუალო სიმკვრივით 250-400 კგ/მ3. გამოიყენება ისეთი ნაკეთობების დასამზადებლად, რომელსაც შემდეგ ხმარობენ სამრეწველო მოწყობილობებისა და მილსადენების თბოსაიზოლაციოდ, აგრეთვე შემომზღუდავი სამშენებლო კონსტრუქციების დამათბუნებლად. კონსტრუქციულ-იზოლაციური, სიმკვრივით 660-900 კგ/მ3 – საკედლე პანელებში, ფილებში, გადახურვებში და სხვ. სიმტკიცე კუმშვაზე 3,5 მპა (35 კგ/სმ2). ბეტონში პორტლანდცემენტის ჰიდრომასის დამატებისას მშრალი ვერმიკულიტბეტონის სიმკვრივეა დაახლოებით 480 კგ/მ3.