აგურის წყობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
აგურის წყობა

აგურის წყობა – გარკვეული წესით განლაგებული და ერთმანეთთან დუღაბით შეკავშირებული აგურების ერთობლიობა. წყობაში დუღაბი აკავშირებს აგურებს, თანაბრად ანაწილებს მათ შორის წნევას და ზრდის წყობის სიმტკიცესა და მონოლითურობას. წყობის სიმტკიცის გასაზრდელად ზოგჯერ იყენებენ დაარმატურებას ლითონის ღეროებით (დაარმირებული წყობა). გადაბმის სისტემები მრავალგვარია; საქართველოში ძირითადად გამოიყენება ერთრიგა, ორრიგა (ჯაჭვური), მრავალრიგა, თევზისებრი (ე.წ. „კახური“) წყობის ტიპები.

კონსტრუქციის მიხედვით წყობა შეიძლება იყოს მთლიანი, ღრუ ან შერეული. ღრუ წყობა შედგება რამდენიმე შრისაგან, რომელთა შორის დატოვებულ სივრცეს ჩვეულებრივ თბოსაიზოლაციო მასალით ავსებენ. აგურის ჰორიზონტალურ რიგებს შორის სამშენებლო დუღაბის (ნაკერის) სისქე მიიღება 10-12 მმ, ხოლო შვეული ნაკერების – 8-15 მმ. ნაკერი რიგებს შორის შეიძლება იყოს ამობურცული ან ჩაზნექილი (სილამაზისათვის) ან ბრტყელი დამუშავების გარეშე (როცა პროექტით გათვალისწინებულია კედლის მობათქაშება ან შემოსვა). აგურის წყობის სისქე განისაზღვრება აგურის სიგრძის მიხედვით (კედლის სისქის მიმართულებით). შესაბამისად არსებობს კედელი სისქით ნახევარი, ერთი, ერთნახევარი, ორი და ორნახევარი აგური. უფრო მეტი სისქის აგურის კედელი იშვიათობაა. აგურები ერთმანეთზე ეწყობა დუღაბის ხსნარის მეშვეობით საგებით (დიდი ზედაპირებით).

არსებობს აგურის წყობის შემდეგი სახეები: ამერიკული, ბავარიული, აგურის წყობა ბრანდენბურგული, განივი, გოტიკური, დაარმირებული, დიაგონალური, ერთრიგა, ინგლისური გადაბმით, ინგლისური ორრიგა, მარტივი, მარტივი ფლამანდიური, მრავალრიგა, ნაძვისებრი, პარკეტისებრი, სათაგური, სილეზიური, ფლამანდიური გადაბმით, ფლამანდიური დიაგონალური, ფლამანდიური ორმაგი სიგრძით, ფლამანდიური სპირალური, ფლამანდიური ჯვრისებრი, ქაოტური, ღობის ფლამანდიური, ჯაჭვური, ჯვრისებრი, ჰოლანდიური და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები