ვოკალური მუსიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:17, 17 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვოკალური მუსიკა - სიმღერისათვის განკუთვნილი მუსიკა. ვოკალურ მუსიკას განეკუთვნება ერთი ან მრავალხმიანი ნაწარმოებები თანხლების გარეშე (სოლო სიმღერები, ანსამბლები, აკაპელა) და საკრავიერი თანხლებით. ვოკალური მუსიკის ყველა ნაწარმოებში წამყვანი როლი ეკუთვნის ადამიანის ხმას. სიმღერის საშუალებით ვოკალური მუსიკა უკავშირდება სიტყვას, პოეტურ ტექსტს. (ზოგიერთი გამონაკლისის გარდა).
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი