თევდორაძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოჩა თევდორაძე – დაიბადა 1963 წლის 21 ივნისს ქუთაისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1985-2004);
- ქუთაისის საკრებულოს მდივანი (1998-2002);
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი;
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი;
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე (2012-2013).