ფალია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:32, 20 მარტი 2018-ის ვერსია, შეტანილი Labashidze (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფალია - ამფეთქი მუხტის დეტონატორის ინიცირებადი საშუალება ძირითადად საინჟინრო ნაღმებსა და ხელყუმბარებში.
ძირითადად შედგება ორი კაფსულისაგან: კაფსულააალებადი და კაფსულა-დეტონატორი, რომლებიც განთავსებულია ლითონის ან პლასტმასის მასრაში. ამნთების დისტანციური მოქმედების ხელყუმბარაში ფალიას აქვს დენთის შემანელებელი, ხოლო დარტყმითი პრინციპის ხელყუმბარებში - კაფსულა-აალებადის ნაცვლად განთავსებულია დეტონატორები. ფალია მოქმედებაში მოჰყავთ დარტყმითი მექანიზმით.
წყარო
ქართული სამხედრო ენციკლოპედიური ლექსიკონი. აკადემიკოსის, გენერალ–მაიორ ელგუჯა მეძმარიაშვილის საერთო რედაქციით, – თბილისი2017