თევდორაძე გოჩა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გოჩა თევდორაძე – დაიბადა 1963 წლის 21 ივნისს ქუთაისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტი (1985).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას (1985-2004);
- ქუთაისის საკრებულოს მდივანი (1998-2002);
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტის წევრი;
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი;
- იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე (2012-2013).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020-2021): პარტიული სიით, „დავით თარხან-მოურავი, ირმა ინაშვილი - საქართველოს პატრიოტთა ალიანსი, გაერთიანებული ოპოზიცია“
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015[[კატეგორია:2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები