არხიპოვა ირინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია: ვოკალისტები]] | [[კატეგორია: ვოკალისტები]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: მომღერლები]] |
− | [[კატეგორია: რუსი | + | [[კატეგორია: რუსი მომღერლები]] |
[[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | [[კატეგორია:საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები]] | ||
[[კატეგორია:ლენინის პრემიის ლაურეატები]] | [[კატეგორია:ლენინის პრემიის ლაურეატები]] |
16:57, 9 აგვისტო 2017-ის ვერსია
არხიპოვა ირინა კონსტანტინეს ასული - (2. XII. 1925, მოსკოვი 11. II. 2010, მოსკოვი), რუსი მომღერალი (მეცო-სოპრანო), სსრკ. სახალხო არტისტი, ლენინის პრემიის ლაურეატი. დაამთავრა მოსკოვის არქიტექტურული ინსტიტუტი (1948) და მოსკოვის კონსერვატორია (1953).
არხიპოვას დებიუტი შედგა სვერდლოვსკის ოპერისა და ბალეტის თეატრში. 1956-88 სსრკ დიდ თეატრის სოლისტია. მას ჰქონდა ძლიერი ხმა, გამოირჩეოდა დახვეწილი ოსტატობითა და არტისტიზმით. არხიპოვას რეპერტუარიდან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი“), ამნერისი (ვერდის „აიდა“), კარმენი (ბიზეს „კარმენი“) და სხვა პარტიები.
წყარო
უსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი / [შემდგ.: ანზორ თამარაშვილი; მთ. რედ.: გულბათ ტორაძე]. [ახალციხე: თბილ. უნ-ტის მესხეთის ფილიალის გამ-ბა], 2005 (ა.ო. "პროგრესი")