ინდუსა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
(ახალი გვერდი: '''ინდუსა''' – ყოფილი სოფელი [[ასპინძის მუნიციპალიტეტი|ასპინძი...)
 

მიმდინარე ცვლილება 21:04, 4 მაისი 2024 მდგომარეობით

ინდუსა – ყოფილი სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალციხის ქვაბულის აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე ოშორის (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) შესართავთან, მის მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1320-1405 მ სიმაღლეზე. მიდამოებში შემორჩენილია დარბაზული ეკლესიის ნანგრევები. ვახუშტი ბაგრატიონი სოფლის შესახებ წერს: „ოშორასჴევის შესართავის ზეით, ინდუსას, არს ხიდი მტკვარზედ”. სოფელი მოხსენიებულია „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში”. სახელწოდება წარმომდგარი უნდა იყოს სიტყვა „ინდუშასაგან”, რაც ძველ ქართულში ფერს აღნიშნავდა. სულხან საბას მიხედვით იგი რუხს აღნიშნავდა.


[რედაქტირება] წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები