წ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(სხვაობა ვერსიებს შორის)
(ახალი გვერდი: '''წ''' – ქართული ანბანის ოცდამეცხრე (ძველი ქართული ანბანის ...) |
18:17, 18 მარტი 2024-ის ვერსია
წ – ქართული ანბანის ოცდამეცხრე (ძველი ქართული ანბანის ოცდამეთორმეტე) ასო. მისი სახელია „წილი“; გრაფიკული სიმბოლო წინაენისმიერი აბრუპტივი სისინა აფრიკატისა. ასომთავრულში იწერებოდა Ⴜ. მისი მოხაზულობა ხაზისა და წრეების კომბინაციაა, რომელიც კვადრატის ნახევარს იკავებს, VIII ს-ში რკალურ ფორმას იძენს. ნუსხური ⴜ მარჯენივაა გადახრილი და ქვედა სამ ხაზშია მოთავსებული. მხედრული წ მომრგეალებული ფორმისაა და ზედა სამ ხასში იწერება.
ძველ ქართულ სათვალავში აღნიშნავდა ოთხ ათასს (4000).