ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე
მ (მომხმარებელმა Tkenchoshvili გვერდი „ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე“ გადაიტანა გვერდზე „[[ვლადიმერ ...) |
|||
(ერთი მომხმარებლის 5 შუალედური ვერსიები არ არის ნაჩვენები.) | |||
ხაზი 10: | ხაზი 10: | ||
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. | სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია. | ||
− | + | '''''ბექა ქანთარია''''' | |
==ლიტერატურა== | ==ლიტერატურა== |
მიმდინარე ცვლილება 16:01, 18 აპრილი 2022 მდგომარეობით
ქუთათელაძე ვლადიმერ ნესტორის ძე (1871, სოფ. ხონი, ქუთაისის გუბ. - ?) - იურისტი. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სენატის წევრი. იუსტიციის მინისტრის მოადგილე.
[რედაქტირება] ბიოგრაფია
დაწყებითი განათლება მშობლიურ ხონში მიიღო. შემდგომში სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში, რომელიც 1893 წელს დაასრულა. 1891 წელს მასწავლებლის შეურაცხყოფის გამო გარიცხეს გიმნაზიიდან. დაამთავრა პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1901-1905 წლებში მუშაობდა თბილისის ოლქის ნაფიც ვექილთა კორპორაციაში. 1914 წელს გაიწვიეს ჯარში, მონაწილეობდა პირველ მსოფლიო ომში.
1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. იყო ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრი. მუშაობდა იუსტიციის სამინისტროს სხვადასხვა დაწესებულებაში გამომძიებლად, მიწათმოქმედების სამინისტროს იურისკონსულტანტად. 1919 წლის 7 ოქტომბერს დამფუძნებელმა კრებამ საქართველოს სენატის წევრად აირჩია, მუშაობდა სენატის სამოქალაქო დეპარტამენტის ადმინისტრაციულ განყოფილებაში. 1920 წლის დეკემბერში დაინიშნა იუსტიციის მინისტრის, რაჟდენ არსენიძის, მოადგილედ.
სხვა ბიოგრაფიული მონაცემები უცნობია.
ბექა ქანთარია
[რედაქტირება] ლიტერატურა
ბ. ქანთარია, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სათავეებთან (1919-1921), თბ., 2004.
[რედაქტირება] წყარო
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921) ენციკლოპედია-ლექსიკონი