გერმანია-სსრ კავშირის თავდაუსხმელობის პაქტი 1939
(→წყარო) |
|||
ხაზი 13: | ხაზი 13: | ||
[[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | [[კატეგორია:საერთაშორისო ხელშეკრულებები]] | ||
[[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომი]] | [[კატეგორია:მეორე მსოფლიო ომი]] | ||
− | [[კატეგორია: | + | [[კატეგორია: გერმანია-სსრკ-ს ხელშეკრულებები]] |
12:56, 15 ივლისი 2024-ის ვერსია
გერმანია-სსრ კავშირის თავდაუსხმელობის პაქტი 1939 - რიბენტროპ-მოლოტოვის პაქტი, ხელი მოეწერა მოსკოვში სსრ კავშირისა და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრების - ვ. მოლოტოვისა და ი. რიბენტროპის მიერ. ორივე ქვეყანა დათანხმდა გაეტარებინათ ათწლიანი პერიოდი ერთმანეთის მიმართ აგრესიის გარეშე. ორივე მხარე კისრულობდა ნეიტრალიტეტის შენარჩუნებას, თუ რომელიმე მათგანი დაიწყებდა ომს მესამე სახელმწიფოს წინააღმდეგ.
პაქტის საიდუმლო დამატებით პროტოკოლში გამიჯნული იყო ორივე ქვეყნის „ინტერესთა სფეროები” (სსრ კავშირს – ბალტიისპირეთი, აღმოსავლეთ პოლონეთი, ფინეთი, ბესარაბია და ჩრდილოეთ ბუკოვინა).
პაქტის დადების შემდეგ გერმანია თავს დაესხა პოლონეთს, რითაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. საბჭოთა კავშირმა ჯარები შეიყვანა პოლონეთის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელიც გერმანიასთან დადებული ხელშეკრულებით მისი „ინტერესების სფეროს” წარმოადგენდა. პაქტმა არსებობა შეწყვიტა საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შედეგად (22 ივნისი. 1941).