უოლესის მისია 1944
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
უოლესის მისია 1944 – აშშ ვიცე-პრეზიდენტის უოლესის მოგზაურობა ჩინეთში, ივნის-ივლისში აშშ პრეზიდენტის ფ. რუზველტის პირადი წარმომადგენლის როლში. უოლესი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდა ჩინეთის კომპარტიის ხელმძღვანელთა პოზიციის მიმართ. ამასთან მხარი დაუჭირა ჩან კაიშის მთავრობას, უოლესი რეკომენდაციას აძლევდა აშშ-ის მთავრობას, ყოველმხრივი დახმარება აღმოეჩინათ გომინდანის მთავრობისათვის. ამის შედეგად აშშ-ის შეიარაღებული ძალების სარდლად დაინიშნა გენერალი ფედემაიერი, გენერალ სტილუელის ნაცვლად. 1944 წლის აგვისტოში გენერალი პერლი და ბიზნესმენი ნელსონი დაინიშნნენ აშშ-ის პრეზიდენტის პირად წარმომადგენლად ჩან კაიშისთან, მათი ამოცანა იყო ჩინეთის აშშ-ის კაპიტალისადმი დაქვემდებარება.