ფლუსის ქვეშ შედუღება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ფლუსის ქვეშ შედუღება − შედუღების სახე, სადაც ლითონის ელექტროდის ბოლო მიეწოდება შედუღების ადგილს ფლუსის ფენასთან ერთად. ელექტრორკალის ანთება ხდება აირულ ბუშტში, რომელიც მოთავსებულია შესადუღებელ ლითონსა და ფლუსს შორის, რითაც უმჯობესდება ლითონის ზედაპირის დაცვა ატმოსფეროს ზემოქმედებისაგან და იზრდება გამდნარი ლითონის სიღრმე.