სტანევსკი ფელიქს

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ფელიქს სტანევსკი – (რუს. Феликс Иосифович Станевский, დ. 25 декабря 1937), რუსი დიპლომატი.

სწავლობდა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტში და დიპლომატიის აკადემიაში. 1966-დან დიპლომატიურ სამსახურშია. მუშაობდა იტალიაში და ბელგიაში რუსეთის საელჩოებში. ფლობს იტალიურ, ესპანურ, ინგლისურ, ფრანგულ და გერმანულ ენებს, 1976- 81 იყო სსრკ-ის დელეგაციის მრჩეველი ცენტრალურ ევროპაში შეიარაღებული ძალებისა და შეიარაღების შემცირების ვენის მოლაპარაკებებზე. 1981-83 – სსრკ-ის დელეგაციის მრჩეველი საბჭოთა კავშირ-ამერიკის მოლაპარაკებებზე ჟენევაში საშუალო სიშორის რაკეტების თაობაზე; 1989-90 – სსრკ-ის დელეგაციის ხელმძღვანელი გაეროს კომისიის 45-ე და 46-ე სესიებზე ადამიანის უფლებების თაობაზე; 1992-96 – რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი – წარგზავნილი იტალიაში; 1996-2000 – რუსეთის ფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში. 2000 წლიდან გადადგა.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები