პეითო
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
პეითო – (ბერძნ.) „დარწმუნება“. ქალღმერთი, რომელიც დარწმუნების ხელოვნებას განასახიერებდა. მას აფროდიტეს და ჰერმესის თანამგზავრად მიიჩნევდნენ. პეითოს ქარიტების დასშიც ვხვდებით. ზოგჯერ მითოგრაფოსები ამ სახელს აფროდიტეს უწოდებენ.
პეითოს კულტი გავრცელებული იყო ათენსა და სიკიონში. რომში მას სვადელას (სვადა) სახელით მოიხსენიებდნენ.