მეგრელიძე იოსებ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მეგრელიძე იოსებ

იოსებ მეგრელიძე – (დ. 9 აპრილი 1909, სოფ. ხიდისთავი, ჩოხატაურის რ-ნი, – გ. 23 იანვარი 1996, თბილისი), ენათმეცნიერი, ლიტერატურათმცოდნე, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1961), პროფესორი (1966), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1930).

დაამთავრა თსუ (1931). ასპირანტურა გაიარა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ენისა და აზროვნების ინსტიტუტში, რომლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ამავე ინსტიტუტის უფროს მეცნიერ თანამშრომლად (1934–39), იყო ა. ს. პუშკინის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართულ-სომხურ-აზერბაიჯანული ენების კათედრის გამგე (1939–42). შემდეგ წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ცხინვალისა და გორის უმაღლეს სასწავლებლებში. 1959-იდან იყო შ. რუსთაველის სახელმწიფო ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მეგრელიძე ავტორია ნაშრომებისა დიდოური ენების, რუსთველოლოგიისა და ქართული მწერლობის – ქართული და კავკასიური ფოლკლორის, ეთნოგრაფიის, არქეოლოგიის, არმენისტიკის საკითხებზე. ყურადღებას იქცევს მისი ნაშრომები ძველი და ახალი ქართულის ლექსიკის, ქართული დიალექტოლოგიის, ტოპონიმიკის, ეპიგრაფიკის საკითხებზე.

გ. თოფურია


წყარო

ქართული ენა: ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები