კროკი რეი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
რეი კროკი

რეი კროკი - (Ray Crock,5 ოქტომბერი 1902, — 14 იანვარი), კორპორაცია „მაკდონალდს“-ის (MacDonalds) დამფუძნებელ - რეი კროკს - ფრანჩაიზინგის ბაზაზე მომუშავე სწრაფი კვების ინდუსტრიაში პიონერად მიიჩნევენ. თავისი არსებობის 21 წლის თავზე „მაკდონალდს“-ის ეფექტურ და მაღალ დონეზე ავტომატიზებულ რესტორნებში ვაჭრობის მასშტაბებმა მილიარდს გადააჭარბა. XX საუკუნის 80-იანი წლების ბოლოს კორპორაციის სავაჭრო ქსელი 42 ქვეყანას მოიცავდა, ხოლო შემოსავალი 11 მილიარდს შეადგენდა.

ბიოგრაფია

კროკი დაიბადა 1902 წლის 5 ოქტომბერს, ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. ის დედ-მამისშვილებში ყველაზე უფროსი იყო. რეის მამამ, რომელიც „უესტერნიუნიონ“-ში (Western Union) მუშაობდა და საკმაოდ ნორმალური ხელფასი ჰქონდა, უძრავ ქონებაში დაბანდებული კაპიტალი დაკარგა დიდი დეპრესიის დროს.

ოჯახს ფინანსურად გაუჭირდა. რეის დედა იძულებული გახდა ფორტეპიანოს სწავლებით ერჩინა ოჯახი, ხოლო რეი არანაირ სამუშაოს არ თაკილობდა. ის გატაცებული იყო ფრენბურთით. მისი სიყვარული სპორტის ამ სახეობის მიმართ იმით დაგვირგვინდა, რომ 1974 წელს, 10 მილიონ დოლარად, მან უმაღლესი ლიგის სპორტული გუნდი „სანდიეგოპადრესი“ (San Diego Padres) შეიძინა.

კროკს ათწლიანი საშუალო განათლება ჰქონდა და ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მუყაითი შრომა და მიზანდასახულობა წარმატების საწინდარია. მიუხედავად იმისა, რომ კროკი ცნობილი გახდა „მაკდონალდს“-ის წარმატების წყალობით, მისი საქმიანობის პირველ წლებს, როდესაც ის ქაღალდის ჭიქებს, უალკოჰოლო სასმელების დასამზადებელ მიქსერებსა და აგრეთვე, უძრავ ქონებას ჰყიდდა, უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია.

მეწარმეობისკენ მიდრეკილება რეის საკმაოდ ადრეულ ასაკში გაუჩნდა. 1917 წელს რეიმ და მისმა ორმა მეგობარმა მუსიკალური პროდუქციის გაყიდვის ბიზნესში, თავიანთი კაპიტალი, თითოეულმა ასი დოლარი დააბანდა.

მეგობრები ჰყიდდნენ მუსიკალური ინსტრუმენტების ახალ სახეობებს, ხოლო რეი ამ დროს ფორტეპიანოზე უკრავდა და მღეროდა. სამწუხაროდ, რეიმ და მისმა მეგობრებმა წარმატება მხოლოდ სიმღერაში მოიპოვეს და არა კომერციაში. ამის შემდეგ რეიმ დაბადების მოწმობაში თარიღი შეცვალა იმისთვის, რომ პირველი მსოფლიო ომის დროს სასწრაფო დახმარების მანქანის მძღოლად მუშაობის უფლება მიეღო. ამ სამუშაოს მალე დაანება თავი და შინ დაბრუნებულმა სწავლის გაგრძელება გადაწყვიტა, თუმცა ეს ჩანაფიქრი მალევე უკუაგდო. სხვადასხვა ანსამბლებსა და საორკესტრო გუნდში პიანინოზე დაკვრაც სცადა, მაგრამ მუსიკალური ბიზნესიც მალე მიატოვა.

დაქორწინების შემდეგ მან ქაღალდის ჭიქებით ვაჭრობას მიჰყო ხელი. ამ საქმიანობის დროს ბიზნესის დახვეწის მრავალი იდეა გაუჩნდა. როდესაც გაზიანი წყლით მოვაჭრე ფირმა „ლაილიკაპ“-მა (Lily Cup) მას მხარი არ დაუჭირა ორიგინალურ ჭიქებში ჩამოსხმული გაზიანი წყლის ბინაზე მიტანის იდეის განხორციელებაში, რეიმ მომხმარებელს საცდელი 200-300 ჭიქა გაზიანი წყალი უფასოდ მიაწოდა. კროკის იდეამ უზარმაზარი წარმატება მოიპოვა.

20-იან წლებში კროკი ფლორიდაში გადავიდა საცხოვრებლად, რათა ჭაობიანი მიწების გაყიდვის ბიზნესში ჩაბმულიყო. საკმაოდ მოკლე დროში კროკმა მოახერხა ამ საქმიანობიდან ფინანსური სარგებლის მიღება, მაგრამ ეს წარმატება ხანმოკლე აღმოჩნდა. ეკონომიკური ბუმი 1926 წელს დამთავრდა და კროკი კვლავ დაბრუნდა კომპანია “ლაილიკაპ”-ში. 1937 წელს მან აღმოჩენა გააკეთა, რისი საშუალებითაც შესაძლებელი იყო ხუთი სახეობის რძის კოქტეილის ერთდროულად დამზადება. ის მჭიდროდ თანამშრომლობდა კომპანიის ხელმძღვანელობასთან. ერთ მშვენიერ დღეს კი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ დადგა დრო საკუთარი საქმის წამოწყებისა.დააი, ის მულტი მიქსერების ერთადერთი გამყიდველი გახდა. რამდენიმე უღიმღამო და ნაკლებად შემოსავლიანი წლის შემდეგ მულტიმიქსერებმა ეტაპობრივად დაიპყრეს ბაზარი.

1954 წელს კროკმა ყურადღება მიაქცია კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნანდინოში არსებულ რესტორან „მაკდონალდს“-ის შესახებ გავრცელებულ ამბავს. ეს რესტორანი კროკის რვა სახეობის მიქსერს იყენებდა. კროკი სან-ბერნანდინოში გაემგზავრა, რათა დაედგინა, თუ როგორ ახერხებდა რესტორნის მომსახურე პერსონალი ერთბაშად 40 დასახელების რძის კოქტეილის დამზადებას. რესტორან „მაკდონალდს“-ში ის დილის ათ საათზე მივიდა და განცვიფრებული დარჩა იმ სისუფთავით, რაც არა მარტო შენობის შიგნით, არამედ მის გარეთ, ავტომანქანების სადგომთან სუფევდა. აგრეთვე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა პერსონალის მიმზიდველმა უნიფორმებმა.

მალე გამოჩნდნენ რესტორნის კლიენტები: ოჯახები, მშენებლები და ახალგაზრდები. კროკი აღფრთოვანებით ადევნებდა თვალს ჰამბურგერების, შემწვარი კარტოფილისა და კოქტეილების დამზადების პროცესს. ის გაესაუბრა მომხმარებლებს. კითხვაზე, თუ რატომ ურჩევნიათ მათ „მაკდონალდს“-ში სადილობა და რა სიხშირით სარგებლობენ ამ რესტორნით, იდენტური პასუხი მიიღო: მომხმარებელს აწყობდა საჭმლის ხარისხი და ფასი (არ იყო საჭირო მიმტანის მომსახურებისთვის ცალკე თანხის გადახდა), და ის, რომ „მაკდონალდს“-ში ისინი ყოველდღე დადიოდნენ. მომხმარებელი დარწმუნებული იყო, რომ ამ რესტორანში მას ელოდა კარგი, იაფი საკვები და სწრაფი მომსახურება.

კროკი დაფიქრდა მულტიმიქსერების გაყიდვის მასშტაბების გაზრდის შესაძლებლობებზე იმ შემთხვევაში, თუ ძმები მაკდონალდები თავიანთი საქმის გაფართოებას დააპირებდნენ. დიკი და მორის მაკდონალდები დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდნენ კროკის იდეას ახალი დამატებითი რესტორნების გახსნის შესახებ. მათ არ სჭირდებოდათ ახალი პრობლემები და არავინ ეგულებოდათ ახალი რესტორნების სანდო მმართველის თანამდებობაზე. მცირეოდენი დაფიქრების შემდეგ, კროკმა მათ თავისი თავი შესთავაზა. შედეგად დადებულ იქნა შეთანხმება, რომლის მიხედვით ძმებს უნდა მიეღოთ მთელი მოგების 0,5%, ხოლო კროკმ ამაკდონალდების ბიზნესის ტირაჟირებისა და მათი სახელით სარგებლობის უფლება მიიღო.

1955 წელს კროკმა თავისი საკუთარი მაღაზია გახსნა ილინოისის შტატის ქალაქ დესპლეინესში. 1960 წელს უკვე არსებობდა 228 რესტორანი, გაყიდვის საერთო მოცულობა კი 37 მილიონ დოლარს შეადგენდა. 1973 წელს 2500 „მაკდონალდს“-ის რესტორანი გაიხსნა. 80-იანი წლების ბოლოს მთელ მსოფლიოში ასეთი ტიპის 9000 რესტორანი ფუნქციონირებდა და დღითი დღე ფართოვდება და იზრდება მათი რიცხვი.

რეი კროკი თავის წარმატებას რამდენიმე ფაქტორს უკავშირებს. ერთ-ერთი მათგანი იმაში მდგომარეობდა, რომ საქმეკ როკმა „ქიუ-ეს-სი-ვი“ (QSCV) სისტემაზეა აგო (ინგლისური სიტყვების პირველი ასოები - quality, service, cleanness, value - ხარისხი, მომსახურება, სისუფთავე და ღირებულება). ის მკაცრად მოითხოვდა თითოეული ოპერაციის ხარისხიანად შესრულებას. კომპანიის თითოეულ თანამშრომელს უნდა გაევლო მომსახურების „მაკდონალდს“-ის მეთოდი, რესტორნებში უნდა დაეცვათ უნიკალური სისუფთავე. კროკმა კარგად იცოდა, რომ კლიენტი დააფასებდა დაბალ ფასებთან შერწყმულ ხარისხს, მომსახურებასა და სისუფთავეს.

ფრანჩიზით მმართველ პირებს ევალებოდათ „მაკდონალდს“-ის უნივერსიტეტის სპეციალური კურსის გავლა. ამ უნივერსიტეტის მიერ სპეციალურად მომზადებული შტატი ყველა მენეჯერს ასწავლიდა „ქიუ-ეს-სი-ვი“-ს ჩვევებს. 1963 წლისთვის ილინოისის შტატის ქალაქ დისონში, კორპორაცია „მაკდონალდს“-თან შეიქმნა კვლევითი ლაბორატორია. სამეცნიერო კვლევითი ლაბორატორია „მაკდონალდ“-ის ადგილობრივ ფილიალებში ეფექტური მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ახალი დანადგარების შექმნით იყო დაკავებული. „მაკდონალდს“-ი სწრაფი კვების ინდუსტრიაში ოპერაციების ავტომატიზაციისა და სტანდარტიზაციის სფეროში პიონერად მიიჩნევა.

კროკი თითოეულ ფრანჩიზაში სამეწარმეო სულს აღვივებდა. „მაკდონალდს“-ის მართვის სტილმა „შეზღუდულ-თავისუფალი“ სახელწოდება მიიღო. თითოეული ოპერაცია განსაკუთრებული სიმკაცრით კონტროლდებოდა, მაგრამ ამასთანავე, არსებული ატმოსფერო ინდივიდუალური შემოქმედებითი ნიჭის გამომჟღავნების საშუალებას იძლეოდა. სხვადასხვა ტერიტორიაზე მარკეტინგული მეთოდების დანერგვისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ინდივიდუალურ შემოქმედებით მიდგომას. ზოგიერთ შემთხვევაში დასაშვებია ბაზრის მენიუში გარკვეული სახის ცვლილებების შეტანა.

კროკმა მოახერხა შეექმნა ოჯახური ატმოსფერო თავის რესტორან-ფრანჩაიზებში. ჯერ კიდევ თავისი საქმიანობის დასაწყისში მან გადაწყვიტა არ დაეშვა რესტორანში ფასიანი ტელეფონების, მუსიკალური ავტომატებისა და წვრილი საქონლის გასაყიდი მოწყობილობების დამონტაჟება. მისი აზრით ეს გამოიწვევდა ზედმეტ მიმოსვლას და დროის ფუჭ ხარჯვას, რაცრესტორანს მიმზიდველ თვისებებს დაუკარგავდა.

კროკი, 1984 წლის 14 იანვარს გარდაიცვალა გულის ინფარქტით, 81 წლის ასაკში. მისი პირადი ქონება ამ დროისთვის 500 მილიონ დოლარს შეადგენდა.

თავისი მაგალითით კროკმა დაამტკიცა, რომ ფრანჩაიზინგი შეიძლება გახდეს უნიკალური შანსი მათთვის, ვისაც საკუთარი ბიზნესის დაწყება სურს. ასეთი სახის ბიზნესის წარმატება დამოკიდებული იქნება მმართველი (ფრანჩიზის მიმცემი) გუნდის ეფექტურობაზე. ფრანჩაიზინგთან ერთად დღეისთვის გავრცელებულია ახალი საქმის დაწყების კიდევერთი მეთოდი - პირდაპირი გზავნილობის მარკეტინგი. ეს ორივე მეთოდი მეწარმეს უნიკალურ შესაძლებლობებს სთავაზობს. მათი უპირატესობებიდან უმნიშვნელოვანესია: არც ისე დიდი საწყისი კაპიტალი, დაბალი რისკი, ბაზარზე ჩქარი დამკვიდრება. ასევე, ზუსტად განსაზღვრული საბაზრო სეგმენტი.


წყარო

გამოჩენილ ბიზნესმენთა სამეწარმეო ცხოვრებიდან

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები