კომერციული საქმიანობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კომერციული საქმიანობა - (commercial activity) - გაეროს სსდკ-ის ერთ-ერთი განყოფილების შემადგენელი ნაწილი; მოიცავს კომპიუტერებთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის სამუშაოებს (კონსულტაციები ტექნიკური და პროგრამული უზრუნველყოფის საკითხებზე, საფინანსო, სტატისტიკური და ტექნიკური მონაცემების დამუშავება და შენახვა, საკანცელარიო, საბუღალტრო და ეგმ-ის ტექნიკური მომსახურება და შეკეთება, კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობა), გამოკვლევებსა და დამუშავებებს (ფუნდამენტური და გამოყენებითი გამოკვლევები, ექსპერიმენტული დამუშავებები), სხვადასხვა კომერციულ საქმიანობას (სამუშაოები სამართლის, ანგარიშების შედგენის, საბუღალტრო აღრიცხვისა და რევიზიის სფეროში, კონსულტაციები დაბეგვრის საკითხებზე, ბაზრის კონიუნქტურის გამოკვლევა და საზოგადოებრივი აზრის შესწავლა, კონსულტაციები კომერციისა და მართვის საკითხებზე), საქმიანობას არქიტექტურისა და სამოქალაქო მშენებლობის სფეროში და მასთან დაკავშირებულ ტექნიკურ კონსულტაციებს (საპროექტო-საკონსტრუქტორო, მარკშაიდერული, გეოლოგიურ-საძიებო, საინჟინრო სამუშაოები და ა.შ.), ყველა სახის მასალისა და პროდუქტის ტექნიკურ შემოწმებასა და ანალიზს, იმ კომერციულ საქმიანობას, რომელიც არ შედის სხვა კატეგორიებში (სამუშაო ძალის დაქირავება და პერსონალით უზრუნველყოფა, გამოძიებასა და ცალკეული პიროვნების ან ქონების დაცვასთან დაკავშირებული საქმიანობა, შენობის დასუფთავება-დალაგებასთან დაკავშირებული მომსახურება, ფოტოგრაფიული სამუშაოები, საბროკერო-საკომისიო ოპერაციები, ინკასირება, გამოფენების ორგანიზაციასთან დაკავშირებული მომსახურება, აქციონერული საქმიანობა, სარედაქციო საქმიანობა და სხვ.).


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები