კაპუსტნიკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
„კაპუსტნიკი“ – თეატრალური მოღვაწეებისათვის გამართული სახუმარო-იუმორისტული წარმოდგენები. ჩვეულებრივ, ეწყობოდა „დიდმარხის“ პერიოდში (სახელწოდება აღებულია სამარხვო კერძიდან და ორაზროვნად მიუთითებს არაპრეტენზიულობაზე).
მოსკოვში „კაპუსტნიკი“ პირველხანად დახურული საღამოების სახით ეწყობოდა, მოგვიანებით კი მიიღო ფართო მასშტაბი და გადაიზარდა საქველმოქმედო აქციაში. პროგრამაში იყო პაროდიული, სატირული, საზოგადოებრივ-პოლიტიკური თემები. „კაპუსტნიკები“ ტარდებოდა საბჭოთა პერიოდშიც.